weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საბჭოზე წარდგენილია რეკომენდაცია, რომ პირბადე სავალდებულო იყოს გარე სივრცეში – ტიკარაძე

14:02 პარასკევი, 06 აგვისტო 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით, სამშაბათს, 10 აგვისტოს იმსჯელებს. ტიკარაძის ინფორმაციით, საბჭოზე წარდგენილია რეკომენდაცია, რომ გარე სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდეს.

„ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან საბჭოზე წარდგენილია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს. პირველი და მთავარი რეკომენდაცია არის პირბადეების სავალდბულოობა როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში.

მნიშვნელოვანია, უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს სოციალური ღონისძიებების გამართვას, ასევე, ისეთ ღონისძიებებს, როგორსაც წარმოადგენს ქორწილები და ქელეხები, ვინაიდან, როდესაც ვაკვირდებით და ვსწავლობთ ეპიდვითარებას, კლასტერული ინფიცირება ხდება სწორედ ქორწილებსა და ქელეხებში.

მნიშვნელოვანია, შეიზღუდოს იქ დამსწრეთა რაოდენობა, რათა მოხდეს ეპიდვითარების უფრო მდგრადად შენარჩუნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შეინიშნება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახტომისებრივი ზრდა, რაც „დელტა“ შტამს ახასიათებს.

„ჩვენ გვყავს 4000-მდე ინფიცირებული ყოველდღიურად. ხშირად ვამბობთ, რომ ამ შტამს აქვს არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებრი ზრდა და მოსახლეობა ამას უკვე აკვირდება, რომ გარკვეულ 10-დღიან პერიოდში ჩვენ გვაქვს ნახტომისებრი ზრდა. დღესდღეობით, ინფიცირებულების ჯამური რაოდენობით მივაღწიეთ 39 000-ს, საიდანაც 6 500-მდე მოქალაქე დღეს მკურნალობს სტაციონარში. არის ნაწილი მოქალაქეებისა, რომლებიც მკურნალობენ სასტუმროებში, ხოლო საკმაოდ დიდი ნაწილი – 25 000-ზე მეტი, ბინაზე გადის მკურნალობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

23 ივნისიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარებას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. პირბადის ტარება სავალდებულოა ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, თუმცა ეს რეგულაცია ხშირად ირღვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]